საზოგადოება

სომხეთში უცხოელები სამუშაო ნებართვას მიიღებენ გამარტივებული პროცედურით

სომხეთში უცხოელებისთვის სამუშაოზე დაფუძნებული საცხოვრებელი ადგილის სტატუსის მინიჭების სისტემა რეფორმირების პროცესშია. ახალი პროექტი ითვალისწინებს უცხოელებზე მუშაობის ნებართვის გაცემის პროცედურის გამარტივებას. პროექტის დეტალების წარმოდგენით, “არმენპრესთან” საუბარში მიგრაციის სამსახურის უფროსმა არმენ ღაზარიანმა აღნიშნა, რომ ცვლილებები ძალაში შევა 2022 წლის 1 იანვრიდან.

მისივე თქმით, ამჟამად პროცესი მიმდინარეობს შემდეგი ლოგიკით. უცხოელი მუშაკის მოსაზიდად დამსაქმებელი მიმართავს სომხეთის რესპუბლიკის შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, იღებს სამუშაოს ნებართვას უცხოელისთვის, შემდეგ მოდის უცხოელი, პირადად მიმართავს პოლიციას და იღებს დროებითი ბინადრობის  უფლებას. ამიერიდან უცხოელი მიიღებს ერთ დოკუმენტს, ანუ დროებით მაცხოვრებლის სტატუსს სამუშაოს საფუძველზე. დამსაქმებელი შეავსებს სამუშაოს აღწერილობას პლატფორმაზე, რომლის მიხედვითაც, თუ არის სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე თანამშრომელი, შრომის საქმეთა უფლებამოსილი ორგანო დამსაქმებელს შესთავაზებს მის კანდიდატურას. თუ დამსაქმებელი თანახმაა, პროცესი ამით მთავრდება – სომხეთის  მოქალაქე მიდის სამუშაოდ. თუ ის არ ეთანხმება და უცხოელი უნდა ჩაერთოს, მაშინ უცხოელის მონაცემები ივსება შესაბამის პლატფორმაზე, ტარდება უსაფრთხოების ყველა საჭირო შემოწმება, რის შემდეგაც მას შეუძლია მოვიდეს და მიიღოს დროებითი ბინადრობის ბარათი  მუშაობის ნებართვის საფუძველზე.

არმენ ღაზარიანმა შენიშნა, რომ  ერთის მხრივ, რეფორმები ამარტივებს საორგანიზაციო პროცესს, ამცირებს ვადებს დამსაქმებლებისათვის  და, მეორე მხრივ, თვითონ უცხოელებისთვისაც არის ხელსაყრელი.

ნახეთ მეტი
Back to top button