ეკონომიკა

მეწამორის ატომური ელექტროსადგური მიუერთდა სომხეთის ენერგეტიკულ სისტემას

17 ოქტომბერს სომხური ატომური ელექტროსადგური მიერთებული იქნა   სომხეთის ერთიანი  ენერგეტიკულ სისტემისათვის. ატომური ელექტროსადგურის მოდერნიზაციისა და ექსპლუატაციის გაფართოების პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი პროფილაკტიკური რეკონსტრუქცია  დასრულდა.

როგორც „როსატომი“-დან აცნობეს  NEWS.am- ს, ეს არის ყველაზე გრძელი და უმნიშვნელოვანესი რეკონსტრქცია, რომელიც წინ უსწრებს სომხეთის რესპუბლიკის მთავრობასთან არსებული ბირთვული უსაფრთხოების მარეგულირებელი სახელმწიფო კომიტეტის გადაწყვეტილებას 2026 წლამდე ექსპლოატაციის  ლიცენზიის გაცემის შესახებ.

უზარმაზარი სამუშაო გაკეთდა პროექტის განხორციელების დროს სომხური ატომური ელექტროსადურის სიცოცხლის გახანგრძლივების მიზნით. 2015 წლიდან  დაახლოებით  250 მილიონი  დოლარის ღირებულების აღჭურვილობა იქნა შეძენილი. შემოწმდა და განახლდა  დაახლოებით 5 ათასი ერთეული აღჭურვილობა, სპრინკლერული  სისტემა, განახლდა  ელექტრომომარაგების სისტემა, შეიცვალა ავტომატიზაციისა  და კონტროლის სისტემები, მთლიანად შეიცვალა მანქანის დარბაზის აპარატურა, რაც საშუალებას იძლევა ელექტროენერგიის გამომუშავება გაზარდოს 10-15% -ით იმავე საწვავის ხარჯებით.

ნახეთ მეტი
Back to top button