ეკონომიკა

,,როსატომის“ აღმასრულებელი დირექტორი ეწვევა სომხეთს ახალი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის საკითხის განსახილველად

რუსეთის ატომური ენერგიის სახელმწიფო კორპორაციის ,,როსტომის“ გენერალური დირექტორი ალექსეი ლიხაჩოვი ნოემბრის დასაწყისში ეწვევა სომხეთს. ამის შესახებ “არმენპრესთან” საუბარში განაცხადა სომხეთის ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პრესმდივანმა სონა ჰარუთიუნიანმა.

ჰარუთიუნიანის თქმით, “როსატომის” ხელმძღვანელის ვიზიტის დღის წესრიგი მოიცავს საკითხებს არსებული სომხური ატომური ელექტროსადგურის ვადის განმეორებით გახანგრძლივებასა და ახალი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებით.

ნახეთ მეტი
Back to top button