მთავარიპოლიტიკა

საპარლამენტო ფორმატის განვითარება კუხო-ში სომხეთის პრიორიტეტთაგანია. ჰაკობ არშაკიანი

კუხო-ს საპარლამენტო დიპლომატიის პოტენციალის განვითარება – საერთო, განუყოფელი უსაფრთხოების ზონის მშენებლობის მიმართულებით სვლა, საერთაშორისო ორგანიზაციების და ასამბლეების პლატფორმებზე დიალოგის დამყარებისთვის კუხო–ში მისი თავმჯდომარეობის დროს სომხეთის რესპუბლიკის მიერ გამოაცხადებული ერთ -ერთი პრიორიტეტთაგანია. ამის შესახებ განაცხადა სომხეთის ეროვნული კრების თავმჯდომარის მოადგილემ ჰაკობ არშაკიანმა, კომენტარი გაუკეთა რა კუხო-ს საპარლამენტო ასამბლეას პოლიტიკური საკითხებისა და საერთშორისო თანამშრომლობის მუდმივი კომიტეტის სხდომის შედეგებს.

როგორც სომხეთის ეროვნული კრებიდან განუცხადეს ,,არმენპრესს“ , კუხოს სა ოფიციალური ვებ-გვერდის დამოწმებით, სომხეთის ეროვნული კრების თავმჯდომარის მოადგილის მიხედვით, 2022 წელს, კუხოს თავმჯდომარეობის პერიოდში სომხეთის პრიორიტეტები მოიცავენ ასევე კუხოს საპარლამენტო პლატფორმის შემდგომ ინსტიტუციონალიზებაზე მიმართულ ღონისძიებებს, ძალისხმევას ეროვნული კანონმდებლობის დაახლოებისა და ჰარმონიზაციისათვის, ახალი გამოწვევებისა და საფრთხეების გათვალისწინებით.

ნახეთ მეტი
Back to top button