კულტურა
სომხეთი მონაწილეობას მიიღებს “ევროვიზია 2022” -ში
სომხეთი მონაწილეობას მიიღებს სიმღერის საერთაშორისო კონკურსში “ევროვიზია 2022”. კონკურსის ოფიციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა 41 მონაწილის სია, მათ შორისაა სომხეთიც.
წელს სიმღერის კონკურსი ტურინში გაიმართება. ბოლოს სომხეთი სიმღერის კონკურსში მონაწილეობდა 2019 წელს.
ახლახანს მონაწილეობის შესახებ სიახლე ასევე დაადასტურა ინსტაგრამის გვერდმა «Armenia in Eurovision».