ეკონომიკამთავარი

უცხოური კომპანიებისთვის ლიცენზირების პირობები მარტივდება

მთავრობამ დაამტკიცა კანონპროექტი “ლიცენზირების შესახებ” სომხეთის რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

როგორც იუწყება “არმენპრესი” , ეკონომიკის მინისტრმა ვაჰან ქერობიანმა აღნიშნა, რომ რამდენიმე ხნის წინ მათმა სამინისტრომ წამოიწყო ლიცენზირებას დაქვემდებარებული  საქმიანობის სახეების შესწავლა, რათა უცხოური კომპანიების მონაწილეობა სომხეთის ეკონომიკის საქმიანობაში უფრო ხელმისაწვდომი და ხელსაყრელი გახდეს.

„ამ კვლევის შედეგად ჩვენ გამოვავლინეთ 13 სახის საქმიანობა, რომლისთვისაც შეგვიძლია უცხოურ კომპანიებს შევთავაზოთ უფრო მარტივი ლიცენზირების პირობები. ამრიგად, ჩვენ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის, ევროკავშირის ქვეყნების, აშშ-ის, კანადის, ჩინეთის, სამხრეთ კორეას, იაპონიის, გაერთიანებული სამეფოს, ირანის, საქართველოს, არაბეთის გაერთიანებული საემიროების  იურიდიული პირების ლიცენზირების შესაძლებლობას ვამარტივებთ შემდეგ საქმიანობებში: კერძო დაცვის საქმიანობა, საინკასაციო მომსახურების მიწოდება, საფოსტო კავშირის, ბირთვული მასალების, რადიოაქტიური მასალების შემცველი მოწყობილობების ან რადიოაქტიური ნარჩენების საიმპორტო ან საექსპორტო საქმიანობა, სარკინიგზო ტრანსპორტის საქმიანობის ორგანიზება, ფიზიკური პირების მიერ ერთი სამგზავრო ტაქსი ავტომანქანით მგზავრთა გადაყვანა, ინდივიდუალური მეწარმეების ან ორგანიზაციების მხრივ სამგზავრო ტაქსი ავტომანქანით ტრანსპორტირების ორგანიზება და ურბანული კომიტეტის მიერ ლიცენზირებას დაქვემდებარებული შემდეგი საქმიანობის სახეები:  დაგეგმარების დოკუმენტების, ქალაქმშენებლობის დოკუმენტაციის საინჟინრო განყოფილებების დამუშავება, ქალაქმშენებლობის დოკუმენტაციის ექსპერტიზა, მშენებლობის განხორციელება, მშენებლობის ხარისხის ტექნიკური კონტროლი, საინჟინრო შემოწმება და შენობებისა და ნაგებობების ტექნიკური მდგომარეობის შემოწმება”, – განაცხადა მინისტრმა.

ვაჰან ქერობიანის თქმით, ბიზნეს გარემო მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია და უცხოურ კომპანიებს ეძლევათ შესაძლებლობა უფრო ადვილად მიიღონ მონაწილეობა სომხეთის ეკონომიკურ საქმიანობაში.

ნახეთ მეტი
Back to top button