საერთაშორისო

„ექსპრეზიდენტს წუხელ რეანიმატოლოგის დახმარება დასჭირდა“: სააკაშვილის ადვოკატი

ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი ამბობს, რომ ღამით ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ანალიზებში ერთ-ერთი სასიცოცხლო მაჩვენებელი დაეცა და რეანიმატოლოგის დახმარება გახდა საჭირო. იგი აღნიშნავს, რომ შიმშილობის ფონზე, ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნებისმიერ დროს შეიძლება, დამძიმდეს. 

“გუშინ ღამით მიხეილ სააკაშვილის ანალიზებში ერთ-ერთი სასიცოცხლო მაჩვენებელი კრიტიკულ ზღვრამდე დაეცა და საჭიროი გახდა რეანიმატოლოგთა ჩარევა. ეს ადასტურებს იმას, რაც კონსილიუმმა საკუთარ რეკომენდაციაში და დასკვნაში თქვა. შიმშილობის ისეთ ფაზაში შედის მესამე პრეზიდენტი, რომ ნებისმიერ დროს არის მოსალოდნელი ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება”, – ამბობს საძაგლიშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას. 

იგი მიზეზად საკუთარ ჯანმრთელობას ასახელებს და ამასთან ამბობს, რომ კონსოლიუმში დატოვა რეკომენდაციები, როდის და რა ტიპის კლინიკაში უნდა გადაიყვანონ ყოფილი პრეზიდენტი. კერძოდ, იგი უნდა გადავიდეს მრავალპროფილურ საავადმყოფოში. მისი თქმით, ამ რეკომენდაციებს კონსილიუმის სრული შემადგენლობა ეთანხმება. 

ნახეთ მეტი
Back to top button