მთავარიპოლიტიკა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა მიიღო საფრანგეთის ელჩი

სომხეთის პრემიერ -მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მიიღო საფრანგეთის ახლადდანიშნული საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სომხეთში ანა ლუიო.

პრემიერ-მინისტრი მიესალმა ელჩს და მიულოცა თანამდებობაზე დანიშვნა.

პრემიერმა ხაზი გაუსვა საფრანგეთის როლს ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეობის, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების ეფექტურობის თვალსაზრისით.

ელჩმა ლუიომ მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრს თბილი მასპინძლობისთვის.

როგორც ანა ლუიომ აღნიშნა,  თავისი საქმიანობის განმავლობაში ის ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ორი  ქვეყნების პოლიტიკურ და ეკონომიკური ურთიერთობებს  ახალი იმპულსი შესძინოს.  

ნახეთ მეტი
Back to top button