მთავარიპოლიტიკა

სომეხი ტყვეების გაუჩინარებისა და მკვლელობების ახალი საქმეები ევროსასამართლოს წარედგინა

ვაშინგტონში დაფუძნებული „იუსტიციისა და ადამიანის უფლებების სომხურმა ცენტრმა“ (ALC) გამოაცხადა  ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში16 ახალი საქმის წარდგენა სომეხი სამხედრო ტყვეების “იძულებითი გაუჩინარების” შესახებ. ინფორმაციას ავრცელებს ARF ბიუროს „ჰაი დატ“-ის  ცენტრალური ოფისი.

„აქ იგულისხმება  აზერბაიჯანის ტყვეობაში გაუჩინარებული 20 ადამიანის რიცხვი. „იუსტიციისა და ადამიანის უფლებების სომხურმა ცენტრმა“ ერევნის საერთაშორისო შედარებითი სამართლის ცენტრთან თანამშრომლობით, წარმოადგინა არსებითი მტკიცებულება იმისა, რომ ეს პირები აზერბაიჯანულმა ძალებმა დააკავეს 2020 წლის არცახის ომის დროს, მაგრამ აზერბაიჯანმა არ გაავრცელა დამატებითი ინფორმაცია მათი ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ. „საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის თანახმად, ეს გაუჩინარება არის „იძულებითი გაუჩინარების“ ინციდენტები, და აზერბაიჯანი ვალდებულია გამოიძიოს და გამოაქვეყნოს ინფორმაცია ამ პირების შესახებ“, – ნათქვამია განცხადებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button