მთავარიპოლიტიკა

ფაშინიანის თქმით, რეგიონის ინფრასტრუქტურის განბლოკვამ შეიძლება ხარისხობრივად შეცვალოს სომხეთის ეკონომიკის სტრუქტურა

სრ პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მიიჩნევს, რომ რეგიონის ეკონომიკური და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განბლოკვამ შეიძლება ხარისხობრივად შეცვალოს სომხეთის ეკონომიკის შინაარსი და სტრუქტურა. „არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ პარლამენტის მუდმივმოქმედი კომიტეტების გაერთიანებულ სხდომებზე „სომხეთის რესპუბლიკის 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტის განხილვისას განაცხადა ფაშინიანმა.

უსაფრთხოების სისტემის განვითარების კუთხით პრემიერმა მნიშვნელოვნად მიიჩნია არა მხოლოდ არმიის თავდაცვის შესაძლებლობების მოდერნიზაცია, არამედ სომხეთის გარშემო ხელსაყრელი გარე გარემოს შექმნა, სომხეთის,არცახისა და რეგიონისთვის მშვიდობიანი განვითარების ეპოქის გახსნის დღის წესრიგის თანმიმდევრული განხორციელება. „ჩვენ ამას ვხედავთ ჩვენს რეგიონში მტრული ატმოსფეროს გადალახვით, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების მიზნით ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეობის ფორმატით მოლაპარაკებების პროცესის განახლებით, რეგიონული ეკონომიკური და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განბლოკვით“, – განაცხადა ფაშინიანმა.

მისი თქმით, ეს შეიძლება გახდეს დამატებითი იმპულსი შიდა ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, უზრუნველყოს გრძელვადიანი ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა, თანაბარი პირობების შექმნა სომხეთის მოქალაქეებისთვის ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართვისთვის, მნიშვნელოვნად გაზარდოს ეკონომიკის მიმზიდველობა ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორებისთვის.

ნახეთ მეტი
Back to top button