კულტურა

„ჰაიფოსტ“-მა გამოუშვა ახალი საპილოტე ვებ -საიტი Stamps.am

„ჰაიფოსტ“-მა   გამოუშვა  ახალი  საპილოტე ვებ -საიტი  Stamps.am.  საიტი ხელმისაწვდომია როგორც სომხეთში, ასევე მის ფარგლებს გარეთ სამენოვან ფორმატში.

საიტი Stamps.am-ი   შესაძლებლობას აძლევს ფილატელური პროდუქტებით დაინტერესებულ პირებს  მოიძიონ სომხური მარკების, ღია ბარათების, პირველი დღის კონვერტების  და ფილატელიური ბუკლეტების  სხვადასხვა სახეობა  და შეუკვეთონ ისინი ონლაინ. ამავე დროს, Stamps.am ვებ – გვერდი იძლევა  მნიშვნელოვან და საინტერესო ინფორმაციას სომხური კულტურის, ისტორიისა და ღირსშესანიშნაობების შესახებ.

„ჩვენ გავუშვით საპილოტე საიტი  Stamps.am, სადაც შეგიძლიათ იპოვოთ და შეუკვეთოთ სხვადასხვა სახის ფილატელიური პროდუქცია ონლაინ. ეს ახალი საიტი, წინასაგან განსხვავებით, მოგვითხრობს სომხეთის მდიდარი კულტურისა და ისტორიის შესახებ. ტყუილად არ არის ნათქვამი,  რომ მარკები არიან ქვეყნის ელჩები მთელს მსოფლიოში, ” – თქვა „ჰაიფოსტის“  გენერალურმა დირექტორმა ჰაიკ კარაპეტიანმა.

Stamps.am საიტზე რეგულარულად იმართება სხვადასხვა აქციები, რათა ფილატელიური პროდუქტები კიდევ უფრო საინტერესო გახდეს.

ნახეთ მეტი
Back to top button