მთავარიპოლიტიკა

ისტორიული მოვლენა სომხეთისთვის

26 ოქტომბერი შესაძლოა მნიშვნელოვანი დღე იყოს სომხეთის საერთაშორისო ურთიერთობების ისტორიაში, რადგან ამ დღეს  სომეხი მაღალჩინოსანი, ამ შემთხვევაში პრეზიდენტი არმენ სარგსიანი, პირველად ეწვია საუდის არაბეთის სამეფოს. საქმე ისაა, რომ სომხეთსა და საუდის არაბეთს სომხეთის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ დიპლომატიური ურთიერთობა არ დაუმყარებია. მიზეზი ამ შემთხვევაში საუდის არაბეთის მხარის პოზიციაა, რომლითაც ისინი მხარს უჭერდნენ აზერბაიჯანს არცახის საკითხში. ამის შესახებ იტყობინება 1in.am.

რა თქმა უნდა, ბოლო ათწლეულში, დიპლომატიური ურთიერთობების მუდმივი დეფიციტის მიუხედავად, სომხეთსა და საუდის არაბეთს შორის დამკვიდრდა მისალოცი გზავნილების გაცვლის პრაქტიკა და საუდის არაბეთის მეფე და პრინცი დამოუკიდებლობის დღესთან, აგრეთვე სომხეთში საპრეზიდენტო არჩევნების დროს ულოცავდნენ სერჟ სარგსიანს, ხოლო 2018 წელს კი არმენ სარგსიანს.

საუდის არაბეთის მიმართულებით მუშაობას სომხეთისთვის აქვს როგორც ეკონომიკური, ასევე სამხედრო-პოლიტიკური და უსაფრთხოების მნიშვნელობა. რა თქმა უნდა, პირველი სამუშაო ვიზიტის ისტორიაზე ხაზგასმით, საჭირო არაა დავჩქარდეთ შორსმიმავალი შედეგების გამოტანაზე, რადგან სომხეთ-საუდის არაბეთის ურთიერთობების გაღრმავებამ დიდი გზა უნდა გაიაროს. მეტიც, ეჭვგარეშეა, რამდენად შეშურდებათ ეს აზერბაიჯანს და თურქეთს, რომლებიც თავის მხრივ შეეცდებიან ყველაფერი გააკეთონ, რათა ხელი შეუშალონ სომხეთ-საუდის არაბეთის ურთიერთობების ეფექტურობას. რა თქმა უნდა, თურქეთს, თავის მხრივ, აქვს პრობლემები საუდის არაბეთთან, რაც 44-დღიანი ომის დროს უფრო გამწვავდა. საუდის არაბეთმა ქვეყანაში თურქული საქონლის შემოტანაც კი აკრძალა და რამდენიმე თვის შემდეგ თურქული სკოლების დახურვა გადაწყვიტა. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ სომხეთ-საუდის არაბეთის ურთიერთობები არა„ანტითურქული“ ღერძის ლოგიკით უნდა განვითარდეს. აქ საერთო ინტერესებიც რომ არსებობდეს, სულ ერთია სომხეთისთვის სივრცე შეზღუდულია. ამიტომ აუცილებელია მუშაობა ორმხრივ დღის წესრიგზე ავაშენოთ, რომელიც არა რომელიმე მიმართულების წინააღმდეგაა, არამედ რაიმე პერსპექტივისკენ არის მიმართული.

ნახეთ მეტი
Back to top button