პოლიტიკა

კარტოგრაფების საქმის 1 წლისთავზე, ზალკალიანი არ პასუხობს კითხვას საზღვრის დელიმიტაციაზე

,,Netgazeti.ge” წერს, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი არ პასუხობს “ნეტგაზეთის” კითხვას, წაიწია თუ არა საქართველომ წინ საზღვრის დელიმიტაციის პროცესში,დავით ხიდაშელის მიერ რუკის ჩამოტანიდან ერთი წლის შემდეგ.

ზალკალიანი დაინტერესდა, რომელი მედიასაშუალების წარმომადგენელი სვამდა ამ კითხვას და “ნეტგაზეთის” ჟურნალისტს უთხრა, რომ გასცემდა პასუხს, თუმცა ეს არ გააკეთა. მან უპასუხა სხვა ჟურნალისტების კითხვებს. ასევე, თავისუფლების მოედნიდან, სადაც “ქართული ოცნების” აქცია მიმდინარეობს, პირდაპირ ეთერში ჩაერთო “იმედს”, რუსთავი 2-ს და “პოსტ ტივის”.

გენერალურ პროკურატურაში 2020 წლის 17 აგვისტოს დაიწყო გამოძიება აზერბაიჯანისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების საქმეზე. იმავე წლის 7 ოქტომბერს დააკავეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის მაშინდელ უფროსი ივერი მელაშვილს და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ყოფილი მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა, რომლებიც შემდეგ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

პროკურატურა ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ედავება, რომ კომისიაში მთელი საქმიანობის პერიოდში გააჩნდათ 1937-1938 წლების 1:200 000-იანი მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკის დედანი და საქართველოს სამთავრობო კომისიის წევრებს უმალავდნენ ინფორმაციას აღნიშნულის თაობაზე, რათა გამოყენებინათ საზღვრების დელიმიტაციის პროცესში. ბრალდების მხარეს ამბობს, რომ 1:200 000-იანი რუკა ბიზნესმენ დავით ხიდეშელის მეშვეობით მოიპოვა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიმდინარე წლის მაისში განაცხადა, რომ  აზერბაიჯანის პრეზიდენტთან შეხვედრისას დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის იმ ნაწილის საკითხიც განიხილეს, რომელზეც საზღვრის სადელიმიტაციო-სადემარკაციო კომისია მუშაობს. მისი თქმით, დავითგარეჯის გარშემო ორ ქვეყანას შორის დიალოგი გაგრძელდება და “დაჩქარდება”.

“კარტოგრაფების საქმეზე” მორიგი სასამართლო პროცესი დღეს იმართება.

ნახეთ მეტი
Back to top button