მთავარიპოლიტიკა

„მთელი მსოფლიო უნდა დავარწმუნოთ, რომ ნებისმიერი გზა, რომელიც უნდა განიბლოკოს, იქნება მხოლოდ სომხეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტის ქვეშ

აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტები 44-დღიანი ომის შედეგად ბაქოს დროებითი კონტროლის ქვეშ მოქცეულ არცახის ტერიტორიაზე საფუძველს უყრიან ახალ ავტომაგისტრალს. ამის შესახებ Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა არაბოლოგმა არმენ პეტროსიანმა.

მან, კერძოდ, აღნიშნა: „პროპაგანდისტული თვალსაზრისით, ეს ნაბიჯი ერთდროულად გამოიყენება მინიმუმ 3 მიმართულებით: პროექტი წარედგინება საკუთარ საზოგადოებებს, საერთაშორისო საზოგადოებას, როგორც აზერბაიჯანის ნახჭევანთან და თურქეთთან დამაკავშირებელი „ზანგეზურის დერეფნის“ განხორციელების დასაწყისი, ამავდროულად ზეგავლენას ახდენს რა სომხური საზოგადოების ნერვებზე და გრძნობებზე.

რა არის ახლა ჩვენი ამოცანა. არ მოვექცეთ თურქული ქადაგების ქვეშ და დავარწმუნოთ მეზობლები, მთელი მსოფლიო, რომ სომხეთის ტერიტორიაზე განბლოკვის ნებისმიერი შესაძლო გზა იქნება მხოლოდ სომხეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტის ქვეშ? სადავო თემაა მისი განსაკუთრებული სახელწოდების საკითხიც.

ხოლო აზერბაიჯანი და თურქეთი დაარქმევენ თუ არა ზანგეზურის, ერევნის, ალეპოს ან თუნდაც არმენ პეტროსიანის სახელს თავიანთ ტერიტორიებზე ან რეგიონში დროებით კონტროლქვეშ მდებარე საგზაო დერეფნებს, ეს მხოლოდ მათთვის და მათი ,,საკენკით მკვებავი“ მასებისთვისაა“, – წერს არმენ პეტროსიანი.

ნახეთ მეტი
Back to top button