კულტურა

ფრანგი სომეხი კინორეჟისორის ანრი ვერნოს დაბადების 100 წლისთავი აღინიშნება კონფერენციით

ფრანგი სომეხი კინორეჟისორის ანრი ვერნოს 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით ერევანი უმასპინძლებს კონფერენციას  სლოგანით:  „ნაციონალური კინო  –   საყოველთაო მემკვიდრეობა:  მიმოხილვა,  დაცვა,  საჯაროობა“.

ანრი ვერნო  სომხური დიასპორის ტიპიური წარმომადგენელია. მისი შემოქმედებითი გზა საფრანგეთში განვითარდა. მისი 40-მდე სრულმეტრაჟიანი ფილმი კრიმინალური ჟანრის ნიმუშებია: სათავგადასავლო, პოლიციური, განგსტერული,  თრილერი. ვერნომ  სომხურ თემებს მიმართა სარეჟისორო კარიერის დასასრულს, 1991 წელს შექმნა თავისი ცნობილი ავტობიოგრაფიული მელოდრამა „დედა“, რომელიც დიასპორული სომხური კინემატოგრაფიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნაწარმოებად იქცა. ვერნოს შემოქმედებითი გზა ჰგავს სხვა დიასპორული სომეხი კინორეჟისორების გზას, რომლებმაც სომხური კულტურა უცხოეთში შეინარჩუნეს.

ეს კონფერენცია შეეცდება დაიწყოს დიალოგი ეროვნული კინემატოგრაფიის ძირითად საკითხებზე, რომელშიც ჩაერთვება საბჭოთა, სოციალისტური დიასპორის კინომემკვიდრეობასთან დაკავშირებული ოცამდე კინოკრიტიკოსი, კინომცოდნე, მკვლევარი, კინოინდუსტრიის სპეციალისტები სომხეთიდან და საზღვარგარეთიდან.

კონფერენციაზე წაკითხული და წარმოდგენილი ყველა მოხსენება სომხეთის ეროვნული კინოცენტრის მიერ გამოქვეყნდება ცალკე წიგნში.

ნახეთ მეტი
Back to top button