კიდევ 62 გარდაცვლილი და 5 340 ახალი შემთხვევა – 5 ნოემბრის კოვიდსტატისტიკა

,,მთავარი არხი” წერს, რომ საქართველოში კორონავირუსის 5 340 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 62 ადამიანი, 3 631 კი გამოჯანმრთელდა.
დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა 55 301 კვლევა, აქედან 32 544 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 22 757 PCR-ით. 4 ნოემბერს აიცრა 4 063 ადამიანი.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 9,66%-ია, ბოლო 14 დღის – 9,45%-ია, 7 დღის – 9,99%.
დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია:
- თბილისი – 1 956 შემთხვევა;
- აჭარა – 217;
- იმერეთი – 1 059;
- ქვემო ქართლი – 413;
- შიდა ქართლი – 446;
- გურია – 130;
- სამეგრელო – ზემო სვანეთი – 328;
- კახეთი – 492;
- მცხეთა-მთიანეთი – 109;
- სამცხე-ჯავახეთი – 119;
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 71.
ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 51 266 აქტიური შემთხვევაა. 6 666 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 555, აჭარაში – 554, იმერეთში – 1 445. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 645 პირი, მათ შორის, თბილისში – 623, აჭარაში – 129, იმერეთში – 508. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 334 პირი, მათგან თბილისში – 188, აჭარაში – 38, იმერეთში – 29.
1 242 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 807 – თბილისში, 245 – აჭარაში. 43 358 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 36 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 34, ხოლო აჭარაში – 2. თვითიზოლაციაში იმყოფება 42 434 ადამიანი.
ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ინფიცირების 743 511 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 681 919 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 10 300 კი გარდაიცვალა.







