ეკონომიკა

“ექსპო 2020 დუბაი”. სომხური პავილიონი ყურადღების ცენტრშია

“EXPO 2020 DUBAI” გამოფენაზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან სტუმრად ჩამოსული მრავალი ვიზიტიორი სომხეთის პავილიონში ეცნობა სომხურ ისტორიულ და კულტურულ ფასეულობებს, ჩვენი ქვეყნის ტურისტულ ადგილებს, ეკონომიკურ შესაძლებლობებს.

გამოფენაზე სომხეთის წარმომადგენლები ყოველდღიურად ახორციელებენ ვრცელ მუშაობას ჩვენი ქვეყნის მრავალმხრივ წარმოსაჩენად, ასევე აწყობენ უამრავ შეხვედრებს სახელმწიფო სტრუქტურების, კერძო კომპანიების და საინვესტიციო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და ინტერვიუებს აძლევენ სხვადასხვა მედიასაშუალებებს. სამუშაოების ფარგლებში ასევე მიღწეულია თანამშრომლობის შეთანხმებები.

კერძოდ, 25 ოქტომბერს სომხეთის პავილიონს არაბეთის გაერთიანებული საემიროების განათლების მინისტრი ჰუსეინ ბინ იბრაჰიმ ალ ჰამადი ეწვია, შემდეგ კი პავილიონზე დადებითი შთაბეჭდილებები გაუზიარა. ვიზიტის ფარგლებში არაბეთის გაერთიანებული საემიროების მინისტრმა სომხეთის პავილიონის დირექტორთან ლილით ჰაკობიანთან განიხილა ორი მეგობარი ქვეყნის კულტურული საერთო მხარეები და აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში გეგმავს სომხეთში ვიზიტს თანამშრომლობის პერსპექტივების განსახილველად.

2 ნოემბერს სომხური პავილიონის დირექტორი ლილით ჰაკობიანი და Enterprise Armenia Investment Promotion Foundation-ის საგარეო ურთიერთობათა უფროსი მენეჯერი გევორგ ბაღდასარიანი შეხვდნენ კუვეიტის პირდაპირი ინვესტიციების ხელშეწყობის ორგანოს წარმომადგენლებს.

შეხვედრაზე მხარეებმა წარმოადგინეს ორი ქვეყნის საინვესტიციო კლიმატი, მიმზიდველობა, ბიზნეს შესაძლებლობები და განიხილეს Enterprise Armenia Foundation-სა და კუვეიტის პირდაპირი ინვესტიციების ხელშეწყობის სააგენტოს თანამშრომლობის პერსპექტივები.

შედეგად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში მოეწყობა სომხური დელეგაციის ვიზიტი კუვეიტში, რათა ერთობლივად განიხილონ, დაზუსტდეს თანამშრომლობის მომავალი აქტივობები და გადაიდგას პრაქტიკული ნაბიჯები.

4 ნოემბერს Dubai TV 1-თან ინტერვიუში ლილით ჰაკობიანმა გამოფენაზე წარმოადგინა სომხური პავილიონის იდეა და გააცნო სომხური კულტურა.

გევორგ ბაღდასარიანმა თავის ინტერვიუში ისაუბრა სომხეთის საინვესტიციო კლიმატზე, არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობასა და პერსპექტივებზე. ინვესტიციებისთვის ყველაზე პერსპექტიულ სფეროდ მან სოფლის მეურნეობა, კვების, მსუბუქი მრეწველობა, ტურიზმი, ფარმაცევტული, საინფორმაციო და მაღალი ტექნოლოგიები გამოყო და დასძინა, რომ სომხეთის მთავრობა განსაკუთრებით დაინტერესებულია ახალ ტექნოლოგიებში ინვესტიციების მოზიდვით. მან ასევე აცნობა, რომ სომხეთის მთავრობამ, COVID-19-ის ეპიდემიის ეკონომიკური ზარალის დასაძლევად, წამოიწყო და განახორციელა არაერთი დახმარების პროგრამა.

ნახეთ მეტი
Back to top button