
პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სატელეფონო საუბარი გამართა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან ამ უკანასკნელის ინიციატივით.
მხარეებმა განიხილეს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე არსებული ვითარება.
ევროსაბჭოს პრეზიდენტმა ღრმა შეშფოთება გამოხატა შექმნილი ვითარებით და დაუშვებლად მიიჩნია საომარი მოქმედებების შემდგომი ესკალაცია.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლება მიზანმიმართულად ამძიმებს სიტუაციას, რათა შეაჩეროს 2020 წლის 9 ნოემბრისა და 2021 წლის 11 იანვრის შეთანხმებების შესრულება. ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო საზოგადოება არ უნდა დარჩეს გულგრილი აზერბაიჯანის მიერ სომხეთის სუვერენული ტერიტორიის ხელყოფის მიმართ.







