
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სატელეფონო საუბარიგამართა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან. ამის შესახებ კრემლის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.
აღნიშნულია, რომ სომხური მხარის მიერ ინიცირებული სატელეფონო საუბრისას, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა და რუსეთის პრეზიდენტმა განიხილეს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე რამდენიმე ინცენდენტის შემდეგ შექმნილი ვითარება.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამ საკითხზე კონტაქტებს გააგრძელებენ.







