კულტურამთავარი

სომხეთი იუნესკოს აღმასრულებელ საბჭოს წევრად აირჩიეს

პარიზში იუნესკოს გენერალური კონფერენციის 41-ე სესიაზე ჩატარებული არჩევნების შედეგად სომხეთი პირველად აირჩიეს იუნესკოს აღმასრულებელი საბჭოს წევრად 2021-2025 წლებში. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს სომხეთის  საგარეო საქმეთა სამინისტრო.

აღმასრულებელი საბჭოს არჩევნებში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების რეგიონული ჯგუფის სამ  ვაკანსიაზე წარდგენილი იქნა კანდიდატები ოთხი ქვეყნიდან: სომხეთიდან, ლიტვადან, უკრაინიდან და აზერბაიჯანიდან.

ფარული კენჭისყრის შედეგად სომხეთი, რომელმაც მიიღო მაქსიმუმ 146 ხმა,  აღმასრულებელ საბჭოში აირჩიეს.

სომხეთი პირველად 1992 წელს აირჩიეს იუნესკოს აღმასრულებელი საბჭოს წევრად, იუნესკოში  გაწევრიანების შემდეგ. უმაღლეს საბჭოში წევრობის ფარგლებში სომხეთი შეეცდება განახორციელოს თავისი ვალდებულებები და პრიორიტეტები, კერძოდ, მხარი დაუჭიროს იუნესკოს პროგრამების განხორციელებას, უზრუნველყოს ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობა ყველასთვის და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და შენარჩუნება.

ნახეთ მეტი
Back to top button