
კრემლის პრესსამსახურის ცნობით, ვლადიმერ პუტინსა და ნიკოლ ფაშინიანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის დროსაც მთიანი ყარაბაღის გარშემო არსებული ვითარება განიხილეს.
„2020 წლის 9 ნოემბერსა და მიმდინარე წლის 11 იანვარს მთიანი ყარაბაღის შესახებ სამმხრივი შეთანხმებების განხორციელების კონტექსტში გაგრძელდა რეგიონში არსებული ვითარების და მისი სტაბილიზაციისკენ მიმართული ღონისძიებების განხილვა.
ნიკოლ ფაშინიანმა მადლობა გადაუხადა რუსეთს აქტიური შუამავლობისთვის.
მიღწეულია შეთანხმება შემდგომი კონტაქტების შესახებ“, – ნათქვამია განცხადებაში.







