კულტურა

“სომხეთი. მეხსიერების ძაფი“. ფილმი სომხეთის შესახებ იტალიურ ტელეკომპანია Rai 1-ზე

იტალიურმა ტელეკომპანია Rai 1-მა სომხეთის შესახებ მხატვრული ფილმი გადაიღო. ცნობილი ჟურნალისტის სტეფანია ბატისტინის ფილმი სახელწოდებით “სომხეთი. მეხსიერების ძაფი” ერაბლურის კადრებით იწყება.

ის ეხება 44-დღიან არცახის ომს, მის მიზეზებსა და შედეგებს, თურქეთის როლს ამ ომში, ომისშემდგომი რეალიებს სომხეთსა და არცახში და სასაზღვრო ვითარებას.

ფილმში ასევე საუბარია სომხეთსა და არცახის ქრისტიანულ მემკვიდრეობაზე, აღნიშნულია, რომ სომხეთი, როგორც უძველესი ქრისტიანული ცივილიზაციის ქვეყანა კავკასიის შუაგულში, არის ბუნებრივი ხიდი დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის.

ავტორმა მოინახულა მატენადარანი, სომეხთა გენოციდის მემორიალი-მუზეუმ-ინსტიტუტი, სომხური ეკლესიები, შეეხო ომის შემდეგ აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ მყოფი სომხური ისტორიულ-კულტურულ-ქრისტიანული მემკვიდრეობის შენარჩუნების საკითხებს. ფილმში მან ასევე წარმოადგინა ინტერვიუები რესპუბლიკის პრეზიდენტთან არმენ სარგსიანთან, სრულიად სომეხთა კათოლიკოსთან გარეგინ II-თან, სრ ადამიანის უფლებათა დამცველთან არმან თათოიანთან.

კერძოდ, პრეზიდენტმა სარგსიანმა ისაუბრა აზერბაიჯანის მიერ არცახის წინააღმდეგ გაჩაღებული ომის მიზეზებზე, თურქეთის ჩართულობაზე, ომისშემდგომ მდგომარეობაზე, ჰუმანიტარულ საკითხებზე და აზერბაიჯანში ჯერ კიდევ პატიმრობაში მყოფ სომეხ სამხედრო ტყვეებზე.

ფილმი ხაზს უსვამს სომხეთსა და იტალიას შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას, ორ მეგობარ ქვეყანას ძველი ქრისტიანული ღირებულებებით და ეხება მიმდინარე სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებს, ამ კონტექსტში, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის არმენ სარგსიანის ოფიციალურ სახელმწიფო ვიზიტებს იტალიაში ოქტომბერში.

ნახეთ მეტი
Back to top button