პოლიტიკა

აზერბაიჯანის აგრესიული პოლიტიკის საკითხი საერთაშორისო თანამეგობრობის განხილვის ყურადღების ცენტრში უნდა იყოს. ფაშინიანი

“აზერბაიჯანი ახორციელებს უწყვეტი აგრესიის პოლიტიკას სომხეთის წინააღმდეგ. ეს თემა დღეს საერთაშორისო თანამეგობრობის განხილვის ყურადღების ცენტრში უნდა იყოს, მედიის კითხვებზე პირდაპირ ეთერში პასუხის გაცემისას განაცხადა სრ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა.

პრემიერის თქმით, აზერბაიჯანი ცდილობს გამოიყენოს ომში მოგებულის უფლება, რაც თანამედროვე მსოფლიოში არ არსებობს.

„გამარჯვების ეიფორიაში მყოფ აზერბაიჯანს აქვს ტერიტორიული მისწრაფებები სომხეთის მიმართ. რას ნიშნავს „ზანგეზურის დერეფანი“, ვინ მოიფიქრა ეს ტერმინები? „ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ სომხეთი დერეფნის ლოგიკის წინააღმდეგია“, – განაცხადა ფაშინიანმა.

პრემიერის თქმით, ეს აღარ არის სომხეთის და აზერბაიჯანის საქმე, ეს არის საერთაშორისო სამართლის და მსოფლიო წესრიგის საკითხი.

ნიკოლ ფაშინიანის თქმით, სომხეთი აპირებს ყველა საერთაშორისო ინსტანციაში აზერბაიჯანის აგრესიული პოლიტიკის საკითხის დაყენებას, რადგან „ის, რასაც აკეთებს აზერბაიჯანი არის თავდასხმა“.

ნახეთ მეტი
Back to top button