საერთაშორისო

ირანი და საქართველო სპარსეთის ყურე-შავი ზღვის დერეფნის შექმნაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ

საავტომობილო გზების დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა ჯავად ჰედაათიმ განაცხადა, რომ ის საქართველოსთან მოლაპარაკებებს აწარმოებს ორი ქვეყნის საზღვაო ტრანსპორტის პრობლემების გადაჭრისა  და სპარსეთის ყურე-შავი ზღვის დერეფნის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის დაჩქარების მიზნით, იტყობინება IRNA.

მთავრობის დღის წესრიგში დგას რეგიონული სატრანზიტო თანამშრომლობის განვითარება და ახალი დერეფნების განსაზღვრა. ახალი დერეფნების შექმნა, გარდა ვაჭრობის ხელშეწყობისა, გაზრდის ქვეყნის შემოსავალს და შეამცირებს ტრანსპორტირების ხარჯებს.

„ჩრდილოეთ-სამხრეთის“  დერეფნების განსაზღვრა არის ერთ-ერთი მიმდინარე პროექტი, რომელიც გულისხმობს  დერეფნის შექმნას სპარსეთის ყურედან საქართველოსა და შავ ზღვამდე. ნოემბრის ბოლოს საქართველოსთან სადღეღამისო შეხვედრების შეფასებისას ჯავად ჰედაათიმ განაცხადა:  „მნიშვნელოვანია ერთობლივი სატრანსპორტო და სავაჭრო შეხვედრების გამართვა მხარეებს შორის არსებული საკითხების გადასაჭრელად, ოპერაციული გაურკვევლობის მოსაგვარებლად და დაბრკოლებების დასაძლევად.

თეირანი-თბილისის საერთაშორისო საგზაო ტრანსპორტის შეთანხმების დადების სამ ათწლეულ გამოცდილებაზე მითითებით, ჰედაიათმა  მას უწოდა  თანამშრომლობისა და მონაწილეობის წარმატებული  მოდელი  რეგიონული ტრანსპორტის სფეროში.

ნახეთ მეტი
Back to top button