ეკონომიკამთავარი

ხელმისაწვდომი ფრენები 8 მიმართულებით. Flyone Armenia ავიაბილეთების გაყიდვას იწყებს

Flyone Armenia მალე ფრენებს 8 მიმართულებით განახორციელებს. კომპანია აცხადებს ამ მიმართულებებზე ხელმისაწვდომი ავიაბილეთების გაყიდვის დაწყებას.

როგორც ავიაკომპანიის ოფიციალურმა პირმა „არმენპრესს“ განუცხადა, პირველი რეისი 15 დეკემბერს მოსკოვის, ვნუკოვოს საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით შესრულდება. ბილეთების ფასი 39 ევროდან დაიწყება, ხოლო Flyone კლუბის წევრებისთვის – 34 ევროდან.

აღნიშნულია, რომ ყველა რეისი “ზვართნოცის” საერთაშორისო აეროპორტიდან, მოსახერხებელი განრიგით, ყველასთვის ხელმისაწვდომ ფასად განხორციელდება.

კომპანიის ცნობით, ერევანი-მოსკოვის მიმართულებით ყოველდღიურად 2 რეისი შესრულდება.

ერევანი-თეირანის რეისები ხუთშაბათს და კვირას შესრულდება, ავიაბილეთის ღირებულება 39 ევროდან იწყება.

ერევანი-ლიონის მიმართულებით ფრენები ოთხშაბათს და შაბათს შესრულდება, ავიაბილეთის ღირებულება 44 ევროდან დაიწყება.

რეისები ერევანი-თელ-ავივის მიმართულებით ხუთშაბათს და კვირას შესრულდება, ავიაბილეთის ღირებულება 39 ევროდან დაიწყება.

ერევანი-კრასნოდარის მიმართულებით ფრენები ორშაბათს და პარასკევს შესრულდება, ავიაბილეთის ღირებულება 39 ევროდან დაიწყება.

ერევანი-თბილისის მიმართულებით ფრენები ოთხშაბათს და შაბათს შესრულდება, ავიაბილეთის ღირებულება 39 ევროდან იწყება.

ერევანი-ქუთაისის მიმართულებით რეისები ხუთშაბათს და კვირას შესრულდება, ავიაბილეთის ღირებულება 39 ევროდან დაიწყება.

კომპანია ფრენებს ერევანი-სტამბულის მიმართულებითაც განახორციელებს, ავიაბილეთის ღირებულება 39 ევროდან იწყება.

კომპანია გთავაზობთ სამ სატარიფო გეგმას: Standard, Loyal და Advantage. სატარიფო პაკეტი Standard არის მათთვის, ვინც უპირატესობას ანიჭებს ფრენის უმარტივეს ვერსიას. Loyal და Advantage პაკეტები მოიცავს ბევრ უპირატესობებს და ფასდაკლებას, მათ შორის ბარგის ტრანსპორტირებას და სხვა დამატებით სერვისებს.

ნახეთ მეტი
Back to top button