საერთაშორისო

ბათუმის საკრებულოს სხდომის ჩასაშლელად ქამადაძემ შპრიცით “მძაფრსუნიანი” ნივთიერება დაღვარა

ბათუმის საკრებულოს წევრმა ნაციონალური მოძრაობიდან, მირდატ ქამადაძემ საკრებულოს სხდომაზე ნივთიერება დაღვარა, რომელიც მისივე თქმით, “უწყინარია”, თუმცა ისეთი სუნი აქვს, რომ დარბაზში ვერავინ გაჩერდება. ამ გზით ქამადაძემ სხდომის ჩაშლა სცადა.  ამის შესახებ ცნობას ავრცელებს ქართული მედია.

“მე მგონია, რომ დღევანდელი საკრებულოს სხდომა არ უნდა ჩატარდეს, ყოველგვარი ხმაურის გარეშე. მე ხელში მიჭირავს შპრიცი, რომელშიც არის სრულიად უწყინარი ნივთიერება, მაგრამ აქვს ისეთი სუნი, რომ აქ ვეღარ გაჩერდებით. პარლამენტში რაც იყო [ის არის]. მე ვრჩები ბოლომდე აქ, იმიტომ, რომ არ იფიქროს ვინმემ, ეს ნივთიერება ჯანმრთელობისთვის საშიში არაა”, – თქვა მირდატ ქამადაძემ სხდომაზე, რის შემდეგაც იგი დარბაზიდან დაცვამ გაიყვანა. 

ბათუმის საკრებულოში ოპოზიციონერი დეპუტატები ძველი საკრებულოს მიერ 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცებას აპროტესტებენ და ამბობენ, რომ ქართულ ოცნებას ამის საშუალებას არ მისცემენ.

ისინი ამბობენ, რომ ძველი საკრებულოს მიერ მომდევნო წლის ბიუჯეტის დამტკიცება არალეგიტიმიურია. შენობასთან დილიდან დიდი რაოდენობით პოლიციაა მობილიზებული.

ნახეთ მეტი
Back to top button