ეკონომიკამთავარი

ეკონომიკური აქტივობის ინდექსი 10 თვეში 4,3%-ით გაიზარდა

სომხეთში ეკონომიკური აქტივობის ინდექსი 2021 წლის იანვარ-ოქტომბერში 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4,3%-ით გაიზარდა.

ამის შესახებ მონაცემებს აქვეყნებს  სომხეთის  სტატისტიკური კომიტეტი.

სამრეწველო პროდუქციის მოცულობა იანვარ-ოქტომბერში 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1,1%-ით გაიზარდა, მშენებლობის მოცულობა – 5,9%-ით.

იანვარ-ოქტომბერში სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა 7%-ით, ხოლო გაწეული მომსახურების მოცულობა (ვაჭრობის გარეშე) 6,4%-ით.

2021 წლის იანვარ-ოქტომბერში სამომხმარებლო ფასების ინდექსი გაიზარდა 6,9%-ით, სამრეწველო პროდუქციის ფასების ინდექსი – 9,9%-ით, ელექტროენერგიის წარმოების მოცულობა შემცირდა 3,1%-ით.

მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში საგარეო სავაჭრო ბრუნვა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13,6%-ით გაიზარდა. ამასთან, ექსპორტი გაიზარდა 16,9%-ით, იმპორტი კი 11,8%-ით.

ნახეთ მეტი
Back to top button