საზოგადოება

COVID-19 „ომიკრონ“-ის ქვეტიპს შეუძლია დააინფიციროს ადამიანები, რომლებიც გამოჯანმრთელდებიან სხვა შტამებისგან

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია   აქვეყნებს  ცნობას და აფრთხილებს საზოგადოებას  კორონავირუსის გამომწვევი ახალი ქვეტიპის – „ომიკრონის“ („B.1.1.529“)  შესახებ.

როგორც  სომხეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, კორონავირუსის ახალი შტამი პირველად დაფიქსირდა სამხრეთ აფრიკაში,  დაახლოებით 50 მუტაციით.

„ომიკრონის“  შტამი ასევე დაფიქსირდა ბოტსვანის რესპუბლიკაში, ჰონკონგში, ბელგიასა და ისრაელში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, თანამედროვე ვაქცინები  არც თუ ისე ეფექტურია მის წინააღმდეგ.

ჯანმო-მ ასევე თქვა, რომ ახალი შტამი უფრო სწრაფად ვრცელდებოდა, ვიდრე მისი წინამორბედები, როგორც ამას  სამხრეთ აფრიკის გამოცდილება მოწმობს, ამიტომ ახალმა შტამმა შეიძლება დააინფიციროს მეტი ადამიანი, მათ შორის, ვინც გამოჯანმრთელდა სხვა შტამებისგან.

ორგანიზაციამ მოუწოდა ყველა ქვეყანას მეტი ყურადღება დაუთმონ კორონავირუსის ახალი შტამის შესწავლას.

რიგმა ქვეყანამ უკვე მიიღო შემზღუდავი ზომები, მათ შორის შეზღუდა შემოსვლა აფრიკის რიგი ქვეყნებიდან.

ნახეთ მეტი
Back to top button