ეკონომიკა

“FLYONE Armenia” – კვირის საერთაშორისო საავიაციო სტარტაპი

საერთაშორისო ცნობილმა საავიაციო პორტალმა “Simple Flying”-მა სომხეთის ახლად დაარსებული ავიაკომპანია “FLYONE Armenia” კვირის სტარტაპად წარადგინა. პორტალი შეეხო ავიაკომპანიის დაარსების ისტორიას, წარმოადგინა მოსალოდნელი ფრენები. „თავისი ისტორიის მიხედვით“, FLYONE Armenia „ყველაზე ახალგაზრდა ავიაკომპანიაა სომხეთში. ერთ-ერთი უნიკალური, რომელმაც თავისი საქმიანობა დაიწყო ეპიდემიის პირობებში – 2021 წელს …… ავიაკომპანიის დაარსება გამოირჩევა 60 მილიონი ევროს ინვესტიციით, 135 სამუშაო ადგილის შექმნით, რაც სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი და ძლიერი იმპულსია ქვეყნის ამბიციური საავიაციო სექტორის განვითარებისთვის“, -,,არმენპრეს“-ის გადმოცემით, წერს საერთაშორისო პორტალი.

სომხეთის ბაზარზე საქმიანობას იწყებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ავიაკომპანია „FLYONE Armenia“, რომელიც ეროვნული ოპერატორის როლს შეასრულებს. 2021 წლის 12 და 15 ნოემბერს FLYONE Armenia-მა მიიღო საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციის (ICAO) საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის (IATA) საიდენტიფიკაციო კოდები. ავიაკომპანიის ფლოტი შედგება Airbus A320 ოჯახის თვითმფრინავებისგან. ისინი განკუთვნილია 180 ადგილისთვის, აკმაყოფილებს საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის (IATA) და EASA Security-ს ყველა სტანდარტს. ავიაკომპანია “FLYONE Armenia” მალე 8 მიმართულებით დაიწყებს ფრენებს. კომპანიამ გამოაცხადა ამ მიმართულებით ხელმისაწვდომი ავიაბილეთების გაყიდვის შესახებ. პირველი რეისი 15 დეკემბერს მოსკოვის, ვნუკოვოს საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით შესრულდება. ბილეთების ფასი 39 ევროდან დაიწყება, ხოლო „Flyone club“-ის წევრებისთვის – 34 ევროდან. დაგეგმილია ფრენები ერევანი-ლიონის, ერევანი-თეირანის, ერევანი-თელავივის, ერევანი-კრასნოდარის და სხვა მიმართულებებით.

ნახეთ მეტი
Back to top button