საზოგადოება

მსოფლიო ტურიზმი აღდგება არა უადრეს 2023 წლისა: გაერო

გაეროს  ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის მდივანი  ზურაბ პოლოლიკაშვილი მიიჩნევს, რომ მსოფლიო ტურიზმი შესაძლოა ეპიდემიამდელ დონეს დაუბრუნდეს არა უადრეს 2023 წელს. ამის შესახებ იტყობინება TASS-ი.

ექსპერტების აზრით, მიმართულებების გააქტიურება 2022 წლის მეორე ან მესამე კვარტალშია შესაძლებელი.

„ექსპერტთა თითქმის ნახევარს (45%) მიაჩნია, რომ საერთაშორისო ტურიზმი 2019 წლის დონეს 2024 წელს ან უფრო გვიან დაუბრუნდება, ხოლო 43% აცხადებს, რომ 2023 წელს გაუმჯობესება  იქნება“, – განაცხადა პოლოლიკაშვილმა.

მან აღნიშნა, რომ საერთაშორისო ტურიზმმა მსოფლიოში მილიარდი ტურისტი დაკარგა და 30 წლის წინანდელ დონეს მიაღწია.

მისი თქმით, ვაქცინების თანაბარი განაწილება, ვაქცინაციის მაჩვენებლები და ეფექტური თანამშრომლობა ვაქცინაციის მიმართულებით ხელს შეუწყობს დარგის აღდგენას.

ნახეთ მეტი
Back to top button