მთავარისაზოგადოება

რამდენიმე ქვეყნიდან სომხეთში შესვლა დროებით შეიზღუდება: ჯანდაცვის მინისტრი

სომხეთის  ჯანდაცვის მინისტრმა ანაჰიტ ავანესიანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ვიღებთ შემაშფოთებელ ამბებს იმის შესახებ, რომ კორონავირუსის ინფექცია მუტაციას განაგრძობს, აღმოჩენილია ახალი შტამები, რომლებიც წინა შტამებისგან გავრცელების აქტივობით განსხვავდება. სამხრეთ აფრიკაში აღმოჩენილი „ომიკრონის“ ქვესახეობა დაახლოებით 50 მუტაციას ატარებს“, – თქვა ავანესიანმა.

მინისტრის თქმით, შეზღუდვების ახალი შემადგენლობა დღის ბოლომდე გახდება ცნობილი.

„ჩვენ ვგეგმავთ მოქალაქეების შემოსვლის  დროებით შეზღუდვას მთელი რიგი ქვეყნებიდან, ესენია:  სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ბოტსვანას რესპუბლიკა, ლესოტოს სამეფო, ნამიბიის რესპუბლიკა, მოზამბიკი, მადაგასკარი და ტანზანია.  იქნება სხვა შეზღუდვებიც”, – განაცხადა მინისტრმა.

ნახეთ მეტი
Back to top button