მთავარიპოლიტიკა

განბლოკვის პროცესი არ გულისხმობს „დერეფნის“ მიცემას: მჰერ გრიგორიანი

რეგიონში რაიმე განბლოკვის შემთხვევაში, რკინიგზა და გზები სომხეთის იურისდიქციაში დარჩება. ასეთი  პასუხი გასცა სომხეთის  ვიცე-პრემიერმა მჰერ გრიგორიანმა საზოგადოებრივი ტელევიზიის კითხვას  აზერბაიჯანულ-თურქული მხარის ტერმინ „ზანგეზურის დერეფანზე“ საუბრისას.

ვიცე-პრემიერმა დეტალები მოგვაწოდა სომხეთს, რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის შექმნილი სამმხრივი სამუშაო ჯგუფის მსჯელობიდან სარკინიგზო მარშრუტების დაზუსტების შესახებ.

„კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ კომუნიკაციების განბლოკვის პროცესი არ გულისხმობს ექსტრატერიტორიული დერეფნის უზრუნველყოფას.  კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ განბლოკვის შემთხვევაში რკინიგზაც და მაგისტრალებიც იქნება გზები, რომლებიც მოქმედებენ სომხეთის სრული იურისდიქციისა და სუვერენიტეტის ქვეშ“, – განაცხადა გრიგორიანმა.

მისივე თქმით, რკინიგზასთან დაკავშირებით, ამ წუთებში განიხილება საბჭოთა პერიოდის სარკინიგზო მარშრუტების აღდგენის საკითხები, მათი მუშაობის თანმიმდევრობა, განრიგი. ვიცე- პრემიერის თქმით, კონკრეტული გზების ორგანიზებასა და გზების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები ჯერ კიდევ განხილვის ეტაპზეა.

ნახეთ მეტი
Back to top button