მთავარიპოლიტიკა

„დერეფნის“ კონცეფცია დღის წესრიგში არ დგას. ანდრანიკ ქოჩარიანი ალიევის განცხადების შესახებ

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სოჭში სამი ქვეყნის ლიდერების სამმხრივ შეხვედრაზე მკაფიოდ დააფიქსირა თავისი პოზიცია კომუნიკაციების განბლოკვის შესახებ.

,,არმენპრეს“-ის მიხედვით ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარემ ანდრანიკ ქოჩარიანმა, უპასუხა რა კითხვას იმის შესახებ, თუ რატომ საუბრობენ აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტები ისევ „ზანგეზურის დერეფანზე“ თუ სოჭის სამმხრივ შეხვედრაზე ამის შესახებ საუბარი არ ყოფილა.

„ვფიქრობ, რომ ბ-ნ ალევს ჰქონდა შესაძლებლობა ნათლად გამოეხატა თავისი აზრი სოჭის სამმხრივ შეხვედრების დროს, რას გულისხმობს ალიევი ბ-ნ ერდოღანთან ერთად „დერეფანში“. ჩვენი რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნათლად წარმოადგინა სომხეთის ინტერესებიდან გამომდინარე თვალსაზრისი. „დერეფანი“ სულ სხვა კონცეფციაა, ასეთი დღის წესრიგი არ ყოფილა“, – განაცხადა ქოჩარიანმა.

28 ნოემბერს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აშხაბადში ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტზე კვლავ ისაუბრეს ,,ზანგეზურის დერეფნის“ შესახებ.

ნახეთ მეტი
Back to top button