პოლიტიკა

ენმ სასამართლოსთან ეკრანის დამონტაჟებას აპირებს, რომლითაც აქციის მონაწილეები პროცესს პირდაპირ ეთერში მიადევნებენ თვალს

,,მთავარი არხი” წერს, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ეკრანის დამონტაჟებას აპირებს, რომლის მეშვეობითაც ადგილზე შეკრებილი აქციის მონაწილეები მიხეილ სააკაშვილის პროცესს პირდაპირ ეთერში მიადევნებენ თვალს.

პარტიის წევრი ლევან ხაბეიშვილი იმედს გამოთქვამს, რომ ეკრანის დამონტაჟებაში ხელი არ შეეშლებათ და პოლიციელები 29 ნოემბრის მსგავსად, პროვოკაციებს არ მოაწყობენ. 

“აქ ვაპირებთ, დავამონტაჟოთ ეკრანი, რომ აქციის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდეთ პირდაპირ ეთერში უყურონ მათ შორის სააკაშვილის სიტყვას. აქცია იქნება არაძალადობრივი. შეგახსენებთ, 29 ნოემბერს პროვოკაცია მოაწყო თავად პოლიციამ. ჯერ დაუპირისპირდნენ ჟურნალისტებს, შემდეგ მშვიდობიან აქციის მონაწილეებს, ათობით აქტივისტი დააკავეს. იმედი მაქვს, რომ დღეს მაინც არ ექნება პროვოკაციებს ადგილი პოლიციის ფორმაში გადაცმული რობოკოპების მხრიდან”, – თქვა ლევან ხაბეიშვილმა.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. პიჯაკების საქმის განხილვა 11:00 საათზე დაიწყება. გორის ჰოსპიტლიდან თბილისისკენ უკვე გამოემართა სპეციალური ესკორტი, რომლითაც მიხეილ სააკაშვილი გადმოჰყავთ. მისი უფლებადამცველები ამბობენ, რომ დღევანდელ პროცესზე მიხეილ სააკაშვილის სიტყვა ბევრ პოლიტიკურ ბრალდებას “ჩამოხსნის ნიღაბს”.

ნახეთ მეტი
Back to top button