პოლიტიკა

ე.წ. პიჯაკების საქმე | საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი დაიწყო

,,მთავარი არხი” წერს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. პიჯაკების საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესი დაიწყო. სხდომას მესამე პრეზიდენტი ესწრება. ის დილით გორის ჰოსპიტლიდან თბილისში პენიტენციურმა სამსახურმა სპეცრაზმის თანხლებით გადმოიყვანა.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ დღევანდელი პროცესი პირდაპირ ეთერში არ გადაიცემოდა, თუმცა მოგვიანებით, სასამართლომ გადაწყვეტილება შეცვალა და საზოგადოებრივ მაუწყებელს პირდაპირი სიგნალის ჩაწერისა და სხვა ტელევიზიებისთვის გადაცემის უფლება მისცა.

სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციის განსაკუთრებული მობილიზებაა. გადაკეტილია აღმაშენებლის ხეივანი. 

პროცესის პარალელურად, ადგილზე აქცია იმართება. პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები მიხეილ სააკაშვილს მხარდაჭერას უცხადებენ. ამასთან, სასამართლოსთან დამონტაჟებულია ეკრანი, რომლის მეშვეობითაც იქ შეკრებილი მოქალაქეები პროცესს პირდაპირ ეთერში ადევნებენ თვალს.

შეგახსენებთ, ე.წ. პიჯაკების საქმის ფარგლებში, სახელმწიფო ბრალდება მესამე პრეზიდენტს ვაცლავ ჰაველის საფლავზე მიტანილი გვირგვინის თანხას, სხვადასხვა პრეზიდენტების გამასპინძლებას და ყოველდღიურ წარმომადგენლობით ხარჯებს ედავება.

ნახეთ მეტი
Back to top button