საზოგადოება

კიდევ 72 გარდაცვლილი და 3 731 ახალი შემთხვევა – 2 დეკემბრის კოვიდსტატისტიკა

,,მთავარი არხი” წერს, რომ საქართველოში კორონავირუსის 3 731 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 72 ადამიანი, 4 295 კი გამოჯანმრთელდა. 

დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა 50 626 კვლევა, აქედან 31 151 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 19 475​ ​PCR-ით. 1 დეკემბერს აიცრა 11 099 ადამიანი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 7,37%-ია, ბოლო 14 დღის – 8,78%-ია, 7 დღის – 8,53%.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია:

  • თბილისი – 1 491 შემთხვევა;
  • აჭარა – 172;
  • იმერეთი – 646;
  • ქვემო ქართლი – 196;
  • შიდა ქართლი – 327;
  • გურია – 104;
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 328;
  • კახეთი – 199;
  • მცხეთა-მთიანეთი – 86;
  • სამცხე-ჯავახეთი – 146;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 36.

ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ინფიცირების 853 833 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 796 453 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 12 191 კი გარდაიცვალა.

ნახეთ მეტი
Back to top button