მთავარიპოლიტიკა

ჩვენც შეგვიძლია რუკის დახატვა სხვადასხვა ფერებში. ლავროვი “თურქული სამყაროს” რუკის შესახებ

რუსეთს შეუძლია თავისი “თვისტომების” საცხოვრებელი ადგილები სხვადასხვა ფერებით მონიშნოს მსოფლიო რუკაზე, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანისთვის საჩუქრად გადაცემული ეგრეთ წოდებული “თურქული სამყაროს” რუკაზე კომენტირებისას.

მინისტრმა აღნიშნა, რომ თანამემამულეებთან კავშირების შენარჩუნებაში „ცუდი არაფერია“. „ჩვენც გვყავს თვისტომები და თანამემამულეები, შეგვიძლია მსოფლიო რუკაც გარკვეულ ფერებში დავხატოთ, სხვადასხვა ელფერებით მივცეთ“, – განაცხადა მან ფედერაციის საბჭოში გამოსვლისას. მან დასძინა, რომ ისინი დაიკავებენ მსოფლიოს თითქმის ყველა რეგიონს – პოსტსაბჭოთა სივრცეს, ევროპის ქვეყნებს, ისრაელს, აშშ-ს, ლათინურ ამერიკას.

რუკა ერდოღანს თურქეთის ნაციონალისტური მოძრაობის პარტიის ლიდერმა დევლეთ ბაჰჩელმა უსახსოვრა. “თურქულ სამყაროში” მან მოიცვა რუსეთის სამხრეთი რეგიონები, აღმოსავლეთ ციმბირი, ასევე ბალკანეთის ნაწილი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, უზბეკეთი, ჩინეთის სინცზიან-უიღურული ავტონომიური რეგიონი, მონღოლეთისა და ირანის ზოგიერთი ტერიტორია.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა, როგორც თურქოლოგმა, სინანული გამოთქვა, რომ წითელი ვარსკვლავით მითითებული არაა, რომ „თურქული სამყაროს“ ცენტრი რუსეთში, ალტაიშია.

ნახეთ მეტი
Back to top button