საზოგადოება

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ახალი სია გამოქვეყნდა

SpaceX და Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი ილონ მასკი Bloomberg Billionaires Index-ის მიხედვით (BBI) მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანების სიას ლიდერობს.

მისი ქონება წელიწადში 1,9 მილიარდი აშშ დოლარით გაიზარდა და 311 მილიარდ დოლარს მიაღწია. მის რეიტინგზე სულ რაღაც ორ დღეში ნოემბრის ზარალმაც კი – 50 მილიარდი დოლარი,  არ იმოქმედა. მიუხედავად Tesla-ს აქციების დაცემისა, მან კიდევ ერთხელ მოახერხა სიის სათავეში გამოჩენა.

მეორე ადგილი Amazon და Blue Origin-ის დამფუძნებელმა ჯეფ ბეზოსმა დაიკავა (201 მილიარდი დოლარი). მესამე ადგილი Louis Vuitton Moet Hennessy Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ბერნარ არნომ დაიკავა (162 მილიარდი დოლარი). მეოთხე ადგილზეა ბილ გეითსი, Microsoft-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ყოფილი უმსხვილესი აქციონერი ($135 მილიარდი დოლარი). Google-ის თანადამფუძნებელი ლარი პეიჯი სიაში მეხუთეა (126 მილიარდი დოლარი).

BBI-ის რეიტინგის მონაცემებით, რუსეთის უმდიდრესი ადამიანების მთლიანი ქონება გაიზარდა თითქმის 38 მილიარდი დოლარით, თუმცა რეიტინგის ლიდერებმა ნოემბერში ბაზრების კოლაფსის შედეგად 27 მილიარდ დოლარზე მეტი დაკარგეს.

ყველაზე დიდი 6 მილიარდი დოლარის ზრდა დააფიქსირა თანამფლობელმა ლეონიდ მიხელსონმა, რომელიც პირველ ადგილზეა 30,8 მილიარდი დოლარით.

მეორე ადგილზეა “ნორნიკელის” ერთ-ერთი მთავარი მფლობელი – ვლადიმერ პოტანინი (გამდიდრდა 21 მილიონი დოლარით, რამაც თავისი ქონება 30 მილიარდამდე გაზარდა), მესამე არის “სევერსტალის” მთავარი მფლობელი ალექსეი მორდაშოვი (გაიზარდა 4,18 მილიარდი, მთლიანი სიმდიდრე – 27, 2 მილიარდი). მეოთხე ადგილზეა ნოვოლიპეცკის მეტალურგიული ქარხნის ბენეფიციარი ვლადიმერ ლისინი, რომლის ქონება 3,12 მილიარდი დოლარით გაიზარდა და 27 მილიარდ დოლარს მიაღწია.

საგრძნობლად გამდიდრდა „ლუკოილის“ თანამფლობელი ვაგიფ ალეკპეროვი 4,3 მილიარდი დოლარით. ახლა მას 21,6 მილიარდი აქვს და მეხუთე ადგილზეა.

BBI ინდექსი გამოითვლება იმ კომპანიების აქციების ღირებულების საფუძველზე, რომლებშიც მილიარდერებს აქვთ წილი, ზოგიერთ შემთხვევაში მათი კაპიტალიზაციის თანაფარდობის EBITDA-ს ან აქციების ღირებულება-მოგების კოეფიციენტზე დაყრდნობით.

ზოგადად, რეიტინგში მსოფლიოს 500 უმდიდრესი ადამიანია შესული, რომელთა შორის ამჟამად 27 რუსეთიდანაა.

ნახეთ მეტი
Back to top button