მთავარიპოლიტიკა

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს შეხვდა

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი სტოკჰოლმში ეუთოს მინისტრთა საბჭოს ფარგლებში აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს შეხვდა, – წერს მირზოიანი Twitter-ის საკუთარ გვერდზე.

„ეფექტური შეხვედრა შედგა სახელმწიფო მდივან ბლიკენთან. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების მანდატით მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების პროცესის სრულად განახლების შესაძლებლობას“, – ნათქვამია ჩანაწერში.

https://twitter.com/AraratMirzoyan/status/1466406712529887235/photo/1

ნახეთ მეტი
Back to top button