მთავარიპოლიტიკა

თურქეთის ვიცე-პრეზიდენტმა ისაუბრა მათი დაზვერვის აქტიურ როლზე არცახის ომში

თურქეთის ვიცე-პრეზიდენტმა ფუატ ოქტაიმ განაცხადა, რომ ეროვნულმა სადაზვერვო ორგანიზაციამ (MIT) აქტიური როლი ითამაშა მთიანი ყარაბაღის 2020 წლის ომში და დაეხმარა „ძალათა ბალანსის ჩამოყალიბებას“, იუწყება Nordic Monitor.

26 ნოემბერს მან პარლამენტის დაგეგმარებისა და საბიუჯეტო კომიტეტს პრეზიდენტთან არსებული სახელმწიფო ორგანოების წლიური საქმიანობა წარუდგინა. აღნიშნა, რომ MIT-ი  ქვეყნის სიამაყეა, ოქტაიმ დეპუტატებს განუცხადა, რომ ორგანიზაციამ დიდი სამსახური გაუწია თურქეთს საზღვარგარეთ საქმიანობით.

”ბევრ რეგიონში, როგორიცაა სირია, ლიბია, მთიანი ყარაბაღი და ავღანეთი, ორგანიზაციამ დიდი სამუშაო გააკეთა ჩვენი ეროვნული ინტერესების დასაცავად და  ადგუილზე ქმნიდა ბალანსს ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ, ჩვენი სახელმწიფო პოლიტიკის შესაბამისად”, – თქვა მან.

ოქტაის თქმით, თურქეთმა არა მხოლოდ წარმატებული  ოპერაციებმა ჩაატარა „ტერორისტული ორგანიზაციების“ წინააღმდეგ, არამედ მიაღწია ბევრ წარმატებას დაწყებული „ყარაბაღის 30-წლიანი ოკუპაციის“ დასრულებიდან „ლიბიაში ლეგიტიმაციისთვის ბრძოლის“ დასრულებამდე“.

მედიის ცნობით, საიდუმლო არ არის, რომ თურქეთმა სამხედრო დახმარება გაუწია თავის მოკავშირეს აზერბაიჯანს, მაგრამ ომის დროს თურქული დაზვერვის მონაწილეობის შესახებ ოფიციალური განცხადება არასოდეს ყოფილა. პირიქით, MIT-ის მონაწილეობა დაჟინებით უარყოფილი იყო.

მთავარი მიზეზი იყო ბრალდება იმის თაობაზე, რომ MIT-მა სირიაში მყოფი ჯიჰადისტი ბოევიკები მთიან ყარაბაღში გაგზავნა.

სტატიის ავტორი იხსენებს, რომ რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსმა სერგეი ნარიშკინმა 2020 წლის 6 ნოემბერს ინტერვიუში ახსენა თურქეთის სადაზვერვო სააგენტო მთიან ყარაბაღში. მისი თქმით, მოსკოვმა მიიღო დადასტურებული ინფორმაცია ბრძოლის ველზე სირიელი დაქირავებული ჯარისკაცების ჩართვის შესახებ, რაც ირიბად გულისხმობდა MIT-ს.

სომხეთი ყოველთვის ამტკიცებდა, რომ უცხოელი ბოევიკები ყარაბაღში სირიიდან, ლიბიიდან თურქული დაზვერვის მეშვეობით ჩამოიყვანეს, რომ მათ ჩადენილი ჰქონდათ სამხედრო დანაშაულები არცახის ხალხის წინააღმდეგ.

The Nordic Monitor წერს, რომ სომხური დიასპორული ორგანიზაციები აგრძელებენ გამოძიებას MIT-ის რომელი აგენტები იყვნენ ჩართული შარშანდელ კონფლიქტში, რათა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში შეიტანონ საჩივარი თურქეთისა და აზერბაიჯანის წინააღმდეგ ჩადენილი სამხედრო დანაშაულების გამო.

ნახეთ მეტი
Back to top button