საზოგადოება

“Რა ლამაზი ხარ!” კიმ კარდაშიანი ქართველი დიზაინერის კაბით აღფრთოვანდა

 ტელევარსკვლავმა კიმ კარდაშიანმა ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე ფოტოები გამოაქვეყნა, რომლებშიც ის “ბალენსიაგას” ბრენდის მდიდრულ ლურჯ კაბაშია. „ბალენსიაგას“ კრეატიული დირექტორი ქართველი დიზაინერი დემნა გვასალიაა.

მან მაშინვე მიიღო უამრავი კომპლიმენტი. კარდაშიანის მიმდევრებმა კომენტარებში ცეცხლის სახით ბევრი ემოჯი დატოვეს.

ხოლო ოლიმპიურმა ჩემპიონმა სერენა უილიამსმა, ცნობილი ინტერნეტ მეწარმის ალექსის ოჰანიანის მეუღლემ დაწერა: “რა ლამაზი ხარ”.

პოსტს გამოეხმაურა კიმ კარდაშიანის დაც, ცნობილი ტოპ მოდელი კენდალ ჯენერიც. სხვათა შორის, თავად კენდალი ხშირად ანიჭებს უპირატესობას „ბალენსიაგას“ ბრენდს. მანამდე მოდელი ერთ-ერთ წვეულებაზე 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციიდან მოკლე ლურჯ-თეთრ კაბით გამოჩნდა.

ნახეთ მეტი
Back to top button