მთავარიპოლიტიკა

ხელი მოეწერა სომხეთსა და ლიტვას შორის ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის 2022 წლის პროგრამას

სომხეთის  თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციულ კომპლექსში სომხეთ-ლიტვის თავდაცვის თანამშრომლობის დაგეგმვის კონსულტაციები გაიმართა.

კონსულტაციების დროს განიხილეს რეგიონულ უსაფრთხოებასთან, საერთაშორისო მოვლენებთან, ასევე სომხეთისა და ლიტვის თავდაცვის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის საკითხები. ლეონ აივაზიანმა წარმოადგინა სომხეთის საზღვრებზე არსებული ვითარება, სომხეთის მიდგომები დაძაბულობის შემცირების მიმართულებით აუცილებელ ნაბიჯებთან დაკავშირებით.

შეხვედრის მონაწილეებმა ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში შეაჯამეს გასულ წლებში გაწეული სამუშაო, განიხილეს თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები. მიღწეული შეთანხმებების საფუძველზეხელი მოეწერა 2022 წ. სომხეთსა და ლიტვას შორის ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის პროგრამას, რომელიც ითვალისწინებს 71 ღონისძიების განხორციელებას სომხეთსა და ლიტვაში. ღონისძიებები ეხება გამოცდილების გაცვლას ორმხრივი ინტერესის სფეროებში, პერსონალის მომზადებას, სამხედრო მედიცინას და სამხედრო-პოლიტიკურ კონსულტაციებს.

ნახეთ მეტი
Back to top button