პოლიტიკა

აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა

აზერბაიჯანში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციის ,,თავდაცვის ხაზის“ ყოველთვიურ ანგარიშში ნათქვამია, რომ ნოემბერში აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო.

ამის შესახებ იტყობინება “არმენპრესი” აზერბაიჯანულ სააგენტო “თურან”-ზე დაყრდნობით.

ორგანიზაციის ანგარიშში ნათქვამია, რომ აზერბაიჯანში არ არის დაცული პოლიტიკური თავისუფლებები, არ არსებობს შეკრების, სიტყვის, გამოხატვის, პრესისა და ინფორმაციის თავისუფლება.

„უკანონო სასჯელები, პოლიტიკურად მოტივირებული ადმინისტრაციული ან სისხლისსამართლებრივი დევნა, წამება, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობა ან დასჯა ჯერ კიდევ ჩვეულებრივი მოვლენაა სამართალდამცავ უწყებებში, განსაკუთრებით პოლიციაში, იზოლატორებში, ციხეებსა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში. კერძოდ, პოლიტიკური რეპრესიების გამო ემიგრაციაში წასული და მოგვიანებით საზღვარგარეთიდან დაბრუნებული აქტივისტები, მუთალიმ ორუჯევი და მალიქ რზაევი, გაყალბებული ბრალდებებით სისხლისსამართლებრივი დევნის მსხვერპლი გახდნენ. ისინი აწამეს „აღიარების“ გამოძალვის მიზნით“, – ნათქვამია ანგარიშში.

არასამთავრობო ორგანიზაცია მსგავსი უკანონობების აღკვეთას ითხოვს.

„აუცილებელია კანონის და სასამართლოს წინაშე ყველას თანასწორობის უზრუნველყოფა, აღმოიფხვრას სახელმწიფო ორგანოების დაბრკოლებები და ჩარევა შეკრების, სინდისის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაში. წამების ფაქტები დეტალურად უნდა იქნას გამოძიებული, დამნაშავეები კი გამოვლენილი და პასუხისგებაში მიცემული უნდა იქნეს“, – ნათქვამია ორგანიზაციის ანგარიშში.

ნახეთ მეტი
Back to top button