ეკონომიკამთავარი

განხილულ იქნა სრ და რფ სარკინიგზო სისტემების მიერთების შესაძლებლობა

მინისტრი ვაჰან ქერობიანი მინისტრის მოადგილე ნარეკ ტერიანთან ერთად 3 დეკემბერს სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში, რათა მონაწილეობა მიეღო რუსეთის ფედერაციის ეროვნულ დღეებში მსოფლიო გამოფენაზე “EXPO 2020-Dubai”.

4 დეკემბერს რუსეთის პავილიონში შედგა მინისტრ ქერობიანის შეხვედრა რფ ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრ დენის მანტუროვთან.

შეხვედრაზე განიხილეს ორი ქვეყნის სარკინიგზო სისტემების მიერთების და სომხეთში ერთობლივი წარმოების დაწყების შესაძლებლობები.

საუბარი შეეხო სომხეთის ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის ამაღლებისკენ მიმართულ სხვა საკითხებსაც.

ნახეთ მეტი
Back to top button