მთავარისაზოგადოება

სომხეთში სეისმური საფრთხის მონიტორინგის მნიშვნელოვანი გამოცდილებაა დაგროვილი

სპიტაკის მიწისძვრის ტრაგიკულმა  გამოცდილებამ სომხეთში საფუძველი ჩაუყარა  სტიქიური უბედურებების პრევენციისა და შედეგების აღმოფხვრის ეფექტურ სისტემას. ამის შესახებ განაცხადა რუსეთის ფედერაციის საგანგებო სიტუაციების მინისტრის მოადგილემ ნიკოლაი გრეჩუშკინმა პრაქტიკულ კონფერენციაზე „სეისმური უსაფრთხოების თანამედროვე ტექნოლოგიები“. დამანგრეველი მიწისძვრის 33 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება რუსულ-სომხური ჰუმანიტარული რეაგირების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.

გრეჩუშკინმა აღნიშნა, რომ 33 წლის წინ მომხდარმა კატასტროფამ მილიონზე მეტი მოსახლეობის მქონე ტერიტორია მოიცვა. ერთ საათში მთელი სამრეწველო პოტენციალის 40%-ზე მეტი ჩამოინგრა.

მიწისძვრა კვლავ რჩება ერთ-ერთ ყველაზე დამანგრეველ სტიქიურ უბედურებად. ამასთან, პროგნოზირების თვალსაზრისით ურთულესი მოვლენაა. თუმცა, დღეს, , სეისმური უსაფრთხოების მონიტორინგის მნიშვნელოვანი გამოცდილება დაგროვდა. გრეჩუშკინი ერევანში გამართულ კონფერენციას პროფესიულ საზოგადოებასთან დიალოგის, გამოცდილების გაცვლისა და შეფასების მეთოდოლოგიის თვალსაზრისით მნიშვნელოვან მოვლენად მიიჩნევს.

ნახეთ მეტი
Back to top button