საზოგადოება

შეთავაზება „თურქეთის ავიახაზებისაგან“: რატომ თქვა კლუნიმ უარი ერთ დღეში 35 მილიონის გამომუშავებაზე?

ოსკაროსანმა მსახიობმა და პროდიუსერმა ჯორჯ კლუნიმ ერთხელ უარი თქვა  35 მილიონ დოლარზე, რომელიც ერთ დღეში შეეძლო გამოემუშავებინა. ასეთი აღიარება მსახიობმა ბრიტანული The Guardian-ის რეპორტიორთან საუბარში, მისი მხატვრული ფილმის „ტენდერი ბარის“ პრემიერის წინ გააკეთა.

„მხოლოდ ერთ დღეში შემომთავაზეს 35 მილიონი დოლარი ავიაკომპანიის რეკლამაში მონაწილეობის მისაღებად, მაგრამ ამ შემოთავაზებაზე რჩევა ვკითხე ამალის  (კლუნის მეუღლე, რომელზეც მსახიობი 2014 წელს დაქორწინდა, რედ.) და გადავწყვიტეთ, რომ ამის გაკეთება არ ღირდა. ავიაკომპანია ასოცირდება იმ ქვეყანასთან, რომელიც ერთდროულად არის მოკავშირეცაა, მაგრამ ეჭვს იწვევს, ამიტომ ვიფიქრე,  რომ თუ მე ამ ნაბიჯით თუნდაც ერთი წუთის  ძილი მომაკლდებოდა, ამ ნაბიჯის გადადგმა არ ღირდა “, – თქვა ჯორჯ კლუნიმ.

ნახეთ მეტი
Back to top button