მთავარიპოლიტიკა

ამ ეტაპზე სრული გამოსავალი არ არსებობს. სემერიკოვი სომხურ-აზერბაიჯანულ კონფლიქტზე

კუხო-ს წევრი ქვეყნების მიმართ მუქარა პოსტსაბჭოთა ტერიტორიის მთელ სიგრძეზე გრძელდება. ამის შესახებ Sputnik-თან ინტერვიუში განაცხადა კუხო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ ვალერი სემერიკოვმა.

მისი თქმით, რისკის ზონაშია, როგორც სამხრეთის მიმართულება, ასევე  პოლიტიკურად და სამხედრო თვალსაზრისით ყოველთვის არა მშვიდი კავკასია, როგორც უკრაინა ასევე დასავლეთი საზღვრები. აშკარაა ნატოს სამხედრო პოტენციალის გაფართოება აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში.

თუ კავკასიის რეგიონზე ვსაუბრობთ, სომხურ-აზერბაიჯანულ კონფლიქტთან დაკავშირებით სიტუაცია შედარებით დასტაბილურდა, მაგრამ, სემერიკოვის თქმით, დღეს პრობლემის სრულ გადაწყვეტაზე საუბარი არ შეიძლება იყოს.

მთავარი დაბრკოლებაა მოუგვარებელი საზღვრები, სამხედრო ტყვეების საკითხი და რიგი სხვა საკითხები, რაც ასახულია რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების მიერ ხელმოწერილ სამმხრივ შეთანხმებაში.

„ამავდროულად, უნდა ვისაუბროთ ტრადიციულ გამოწვევებზე და საფრთხეებზე: საერთაშორისო ტერორიზმი, ექსტრემიზმი, ნარკოტიკებით ვაჭრობა, არალეგალური მიგრაცია, კიბერინფორმაციული უსაფრთხოება“, – განაცხადა სემერიკოვმა.

ნახეთ მეტი
Back to top button