მთავარიპოლიტიკა

გაეროს სასამართლომ აზერბაიჯანი დაავალდებულა უზრუნველყოს სომეხი სამხედრო ტყვეების უსაფრთხოება

მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ აზერბაიჯანი დაავალდებულა, მოერიდოს რასობრივი სიძულვილის გაღვივებას სომხების მიმართ, თავდასხმას სომხურ კულტურულ მემკვიდრეობაზე და დაიცვას სომეხი სამხედრო ტყვეები.

გაეროს სასამართლომ გამოაქვეყნა მისი გადაწყვეტილება რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის (სომხეთი აზერბაიჯანის წინააღმდეგ) საქმით საერთაშორისო კონვენციის გამოყენების შესახებ.

სასამართლომ დაავალა აზერბაიჯანს დაიცვას სომეხი სამხედრო ტყვეები და სხვა დაკავებული პირები ძალადობისგან, სხეულის დაზიანებებისგან და უზრუნველყოს მათი უსაფრთხოება.

იუსტიციის საერთაშორისო სასამართლო ხაზს უსვამს, რომ აუცილებელია სომხების მიმართ ყოველგვარი დისკრიმინაციისა და სიძულვილის გამოხატვის აღკვეთა.

სასამართლომ ასევე განკარგულება გასცა, აღეკვეთონ ვანდალიზმის ყველა გამოვლინება სომხური ეკლესიების, სხვა სალოცავი ადგილების, რელიგიური და კულტურული ძეგლების მიმართ.

სასამართლომ ასევე დაავალა ორივე მხარეს, სომხეთს და აზერბაიჯანს, თავი შეიკავონ ნებისმიერი ქმედებასაგან, რომელიც შემდგომ დაძაბულობას გამოიწვევს.

სარჩელში აზერბაიჯანი სომხეთის წინააღმდეგ გაეროს სასამართლომ სომხეთს დაავალა მიიღოს ზომები აზერბაიჯანული წარმოშობის პირების მიმართ დისკრიმინაციის ან სიძულვილის ნებისმიერი გამოვლინების გამოსარიცხად.

ნახეთ მეტი
Back to top button