მთავარიპოლიტიკა

გზები, რომელსაც ჩვენ განვიხილავთ, იქნება მოცემული ქვეყნის იურისდიქციაში: სომხეთის ვიცე-პრემიერი

ტრანსპორტის განბლოკვის სამმხრივი სამუშაო ჯგუფი განიხილავს გზებს ექსკლუზიურად ქვეყნების იურისდიქციისა და სუვერენიტეტის ფარგლებში. ამის შესახებ  სომხეთის ვიცე-პრემიერმა მჰერ გრიგორიანმა ეროვნულ ასამბლეაში მთავრობის წევრებთან კითხვა-პასუხის დროს ისაუბრა.

„გზები, რომლებიც გაივლის ამ ქვეყნებს და რომელსაც  ჩვენ განვიხილავთ, იქნება ამ ქვეყნის იურისდიქციის ქვეშ, ისინი დაექვემდებარება ამ ქვეყნის სუვერენიტეტის წესებს, იმუშავებენ სუვერენიტეტის ქვეშ. ეს ჩვენი მუშაობის მნიშვნელოვანი ნაწილია. დღემდე ჩვენ საკითხებს ვიხილავთ ამ ფარგლებში“, – განაცხადა გრიგორიანმა.

ამ ეტაპზე სომხეთისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია რეგიონალური მნიშვნელობის ტექნიკური გადაწყვეტის მოძიება და შეთანხმება, მხოლოდ იმ  შემთხვევაში  მივიღებთ ჩვენ მთავარ სამშვიდობო მანდატს, თუ  რეგიონის ყველა ქვეყანა დაინტერესდება ამ ინფრასტრუქტურის მუშაობით, აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.

ნახეთ მეტი
Back to top button