მთავარიპოლიტიკა

სამმხრივი განცხადებების მიღმა არც ერთი საკითხი არ განიხილება: გრიგორიანი სამმხრივი სამუშაო ჯგუფის შესახებ

რეგიონის ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირების განბლოკვის სამმხრივი სამუშაო ჯგუფი არ განიხილავს არცერთ საკითხს, რომელიც სცილდება 9 ნოემბრისა და 11 იანვრის სამმხრივი განცხადებების  ფარგლებს. ამის შესახებ „არმენპრესის“ ცნობით,სომხეთის  ვიცე-პრემიერმა მჰერ გრიგორიანმა ეროვნულ ასამბლეაში მთავრობის წევრებთან კითხვა-პასუხის დროს  ისაუბრა.

 „მინდა კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ ჩვენი დისკუსიები ან მოლაპარაკებები ეფუძნება 9 ნოემბრის, 11 იანვრის, სოჭის სამმხრივ განცხადებებს. ამის მიღმა არც ერთი საკითხი არ განიხილება. შესაბამისად, რაიმე ზეპირ დისკუსიაზე ან შეთანხმებაზე საუბარი, ვფიქრობ, აბსოლუტურად უადგილოა“, – განაცხადა მჰერ გრიგორიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button